вторник, 4 июля 2017 г.

ხუთი დღის რეფლექსია

ტრენინგი ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა საინტერესოდ და მრავალფეროვნად. გავეცანით შვიდ მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის. გავეცანით კომპიუტერული ტექნოლოგიები როგორ დაგვეხმარება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში,როგორ შეიძლება ტექნილოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა შესაფასებლად.
       პროექტებით სწავლების პერიოდში გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ სტატია პროექტის შესაბამის თემაზე. პროექტის დაგეგმვისათვის შევიმუშავე შესაბამისი სასწავლო გეგმის სტანდარტი, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,შევადგინე შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის, განვსაზღვრე დრო პროექტზე მუშაობისათვის. განვიხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი. შევისწავლეთ რომ სტანდარტის შედეგების მისაღწევად საჭიროა იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა, გამოყენება, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა, ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,კომუნიკაციისა და თნამშრომლობისთვის, მოვახდინეთ სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. შევადგინეთ მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები.
        

        განვიხილეთ კითხვის დასმის სტრატეგიები, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, როგორ შევქმნათ დამხმარე მასალები, მათი განხორციელების სტრატეგიები. 
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მეგი კაპანაძეს იმისთვის რომ,ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა და მოგვეცა სურვილი ახალი პროექტების შექმნისა.

Комментариев нет:

Отправить комментарий