понедельник, 17 июля 2017 г.

დასრულებული პროექტი

შემაჯამებელი რეფლექსია

ინტელის ტრენინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ტრენინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი. დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს. პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული, რომ საკითხების ძიება არ გამჭირვებია. შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, ჩვენს სასწავლო პროექტში 21–ე საუკუნის უნარების ინტეგრირება, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში, სასწავლო პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, მოვამზადეთ პუბლიკაციები იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები, შევისწავლე ელექტრონული ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ Gmail-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე. რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მეგი კაპანაძეს იმისათვის, რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა. შეძენილმა ცოდნამ და უნარ–ჩვევებმა კი გამიჩინა ახალ–ახალი პროექტების შექმნის სურვილი. მადლობა...

вторник, 4 июля 2017 г.

ხუთი დღის რეფლექსია

ტრენინგი ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა საინტერესოდ და მრავალფეროვნად. გავეცანით შვიდ მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის. გავეცანით კომპიუტერული ტექნოლოგიები როგორ დაგვეხმარება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში,როგორ შეიძლება ტექნილოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა შესაფასებლად.
       პროექტებით სწავლების პერიოდში გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ სტატია პროექტის შესაბამის თემაზე. პროექტის დაგეგმვისათვის შევიმუშავე შესაბამისი სასწავლო გეგმის სტანდარტი, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,შევადგინე შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის, განვსაზღვრე დრო პროექტზე მუშაობისათვის. განვიხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი. შევისწავლეთ რომ სტანდარტის შედეგების მისაღწევად საჭიროა იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა, გამოყენება, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა, ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,კომუნიკაციისა და თნამშრომლობისთვის, მოვახდინეთ სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. შევადგინეთ მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები.
        

        განვიხილეთ კითხვის დასმის სტრატეგიები, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, როგორ შევქმნათ დამხმარე მასალები, მათი განხორციელების სტრატეგიები. 
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მეგი კაპანაძეს იმისთვის რომ,ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა და მოგვეცა სურვილი ახალი პროექტების შექმნისა.